მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, სადაც ცეცხლი გაუჩნდა საწვავის გადამზიდ, მისაბმელიან სატვირთო ავტომანქანას.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ავტომანქანის მძღოლია.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციელები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.