Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

56 კაცი დაიღუპა ტრიპოლის მახლობლად ბრძოლებში


სულ მცირე 56 კაცი დაიღუპა და 266 დაიჭრა საერთაშორისოდ აღიარებული ლიბიის მთავრობის მომხრე და მასთან დაპირიპირებულ, გენერალ ხალიფა ჰაფტარის ერთგულ არმიას შორის, ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, ტრიპოლის გარშემო მიმდინარე ბძოლების შედეგად.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ლიბიაში შექმნილ ვითარებას უწოდა „ძალიან სახიფათო“ და მოუწოდა მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ.

„ჯერ კიდევ არის დრო ცეცხლის შეწყვეტისა და მიმდინარე ძალადობის შესაწყვეტად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველაზე უარესი - დრამატული, სისხლისმღვრელი ბრძოლა ტრიპოლისათვის“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

იუწყებიან, რომ 11 აპრილს გრძელდებოდა ბრძოლები ხალიფა ჰაფტარის სარდლობით მოქმედი ლიბიის ნაციონალური არმიისა (LNA) და პრემიერ-მინისტრ ფაიეზ ალ-სარაჯის ერთგულ სამთავრობო ძალებს შორის ტრიპოლის მახლობლად მდებარე მიტოვებული საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად.

ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროსთან ერთად, რუსეთი ითვლება ხალიფა ჰაფტარის მთავარ მხარადამჭერად. ამბოხებული გენერალი უგულებელყოფს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას, რომ შეაჩეროს აპრილის პირველი რიცხვებიდან დაწყებული წინსვლა ლიბიის დედაქალაქისაკენ, რასაც ათობით ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG