16-21 აპრილს თბილისი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრება 15-წლამდელებს შორის გაიმართება და მასში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს. მათ შორის საქართველოს ორი კლუბი: „დინამო თბილისი“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია.
გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. 16-18 აპრილს გაიმართება ჯგუფური ეტაპის შეხვედრები. პირველ და მეორე ადგილზე გასულები 20 აპრილს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 21-ში კი ჩემპიონი გამოვლინდება. ჯგუფური ეტაპის და ნახევარფინალური მატჩები „დინამოს“ აკადემიის სტადიონზე ჩატარდება. ფინალი - ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოარენაზე“.
A ჯგუფში ითამაშებენ: „დინამო თბილისი“, ინგლისის „ვულვერჰემპტონი“, იტალიის „ემპოლი“ და შვეიცარიის „ციურიხი“. B ჯგუფში მოხვდნენ „სფფ აკადემია“, „კიევის „დინამო“, ჰოლანდიის „ფეიენოორდი“ და პორტუგალიის „სპორტინგ ბრაგა“.