Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კობახიძემ ბოდიში მომიხადოს“


„ირაკლი კობახიძემ ბოდიში უნდა მომიხადოს“! - ამ მოთხოვნით მოქალაქე ნიკოლოზ მიქაუტიძე პარლამენტის წინ ყოველდღე აქციას მართავს.

პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიში მოხდას ის კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ითხოვს. 26 თებერვალს ვენაში ვიზიტისას ირაკლი კობახიძე ქართველებს შეხვდა. კითხვაზე, თუ რატომ არ ჩაატარეს რეფერენდუმი, როცა ხელისუფლებამ პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევა გააუქმა,პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ „ხალხს ელემენტარული განათლება არა აქვს და მისი (ხალხის) აზრით მანიპულირება ძალიან იოლია“.

„ამით თქვა,მე ვარ რეჟიმი, როგორც მინდა ისე ვმართავ და თქვენ აზრს არ გეკითხებითო“, - აცხადებს ნიკოლოზ მიქაუტიძე და პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ის აპირებს, თანამოზრეებთან ერთად, ყოველდღიურად მივიდეს პარლამენტის შენობასთან, სანამ ირაკლი კობახიძე ბოდიშს არ მოიხდის.

XS
SM
MD
LG