Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყაზტრანსგაზი" მოქალაქეებს აფრთხილებს


კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისმა“ განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდა მოქალაქეებს, რომლებიც აღდგომის დღესასწაულის გამო ქალაქიდან გასვლას და რამდენიმე დღით ბინების დაკეტვას გეგმავენ.

კომპანიის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, ძირითადად, დაკეტილ ბინებში გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები და ორი დღის წინ, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო საცხოვრებელ კორპუსს შეექმნა აფეთქების საშიშროება.

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ მომხმარებლებს თხოვს, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება, შეამოწმონ და დაკეტონ გაზის ონკანები და დანადგარები, რათა სახლიდან გასვლის წინ გამორიცხონ შესაძლო საფრთხეები.

კომპანიის ინფორმაციით, სადღესასწაულო დღეებში სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმით, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

XS
SM
MD
LG