Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია ბუტინას ვაშინგტონში 26 აპრილს გაასამართლებენ


რუსეთის მოქალაქეს მარია ბუტინას, რომელიც რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაშია ბრალდებული, 26 აპრილს გაასამართლებენ. ვაშინგტონის საოლქო სასამართლო თავის განაჩენს პრაღის დროით 16 საათზე გამოაცხადებს. 30 წლის ბუტინას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება, თუმცა, პროკურატურამ მოითხოვა 18 თვიანი პატიმრობა განსასჯელის შემდგომი დეპორტაციით.

ბუტინას საქმე ცალკე გამოიყო სპეცპროკურორ რობერტ მიულერის უკვე დასრულებული გამოძიებიდან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეხება მრავალ იმ პრობლემებს, რაც რუსეთი მხრიდან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეხება,

პროკურატურის თანახმად, აშშ-ში სტუდენტად ყოფნისა და შემდეგაც მარი ბუტინა მუშაობდა მაღალი რანგის რუს ოფიციალურ პირთან რათა განევითარებინა ურთიერთობა აშშ-ის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, სხვათა შორის იარაღის ფლობის უფლების მომხრე ჯგუფებთან და კონსერვატორ აქტივისტებთან, როგორც რუსეთის ჯაშუში.

ბუტინამ 13 დეკემბერს აღიარა დანაშაული აშშ-ის სასამართლოში ერთი ბრალდების, შეთქმულების შესახებ, რაც ფედერალურ პროკურატურასთან შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს.

კრემლი თვლის, რომ მარია ბუტინას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, რომ ის აშშ-ში რუსეთის მთავრობის ჯაშუშად მოქმედებდა, „უსაფუძვლოა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG