Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა შეწყვიტა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანია თავდასხმების გამო


პაკისტანი, 2019 წლის 24 აპრილი: ბავშვი ქალაქ ლაჰორში პოლიომიელიტის წინააღმდეგ აცრის შემდეგ
პაკისტანი, 2019 წლის 24 აპრილი: ბავშვი ქალაქ ლაჰორში პოლიომიელიტის წინააღმდეგ აცრის შემდეგ

პაკისტანმა შეწყვიტა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ეროვნული კამპანია მასში მონაწილე მედმუშაკისა და ორი თანხმლები პოლიციელის მკვლელობის შემდეგ.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა 27 აპრილს დაუდასტურეს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას, რომ ვაქცინაციის კამპანია შეწყვეტილია მიუხედავად ბოლო პერიოდის ცნობებისა ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში პოლიომიელიტით დაავადების ორი ახალი შემთხვევის შესახებ.

პაკისტანი არის ერთ-ერთი მსოფლიოს სულ სამი ქვეყნიდან, რომელიც პოლიომიელიტის ჯერ კიდევ ენდემურ რეგიონად ითვლება. მაგრამ ექსტრემისტების მუქარის, ღრმად ფესვგადგმული ცრურწმენისა და ზოგი ადგილობრივი სასულიერო პირის უარყოფითი დამოკიდებულების გამო, მშობლების ნაწილი უარს ამბობს ვაქცინაციაზე.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო კვირაში სამჯერ მოეწყო თავდასხმები მედიცინის მუშაკებსა და მათ დამცველ პოლიციელებზე. სამივე შემთხვევაში, თავდასხმა მოეწყო პაკისტანის რეგიონებში, რომლებიც ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

XS
SM
MD
LG