Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე მეტრო უფასო იქნება


აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27-28 აპრილს მეტრო უფასო იქნება. უფასოდ მგზავრობა 27 აპრილის, ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე, იქნება შესაძლებელი. ასევე, გახანგრძლივდება მეტროს სამუშაო დღე 04:00 საათამდე.

28 და 29 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გავა, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოსკენ - მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო „სარაჯიშვილიდან“.

XS
SM
MD
LG