Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა პოლონური პროფკავშირის - „სოლიდარნოშჩის“ დამაარსებელი


82 წლისა გარდაიცვალა კაროლ მოძელევსკი, პოლონელი დისიდენტი, პოლონური პროფკავშირის - „სოლიდარნოშჩის“ დამაარსებელი. ცნობა გაავრცელა„გაზეთა ვიბორჩამ“.

მოძელევსკის მამა რეპრესირებულ იქნა და ის იშვილა პოლონეთის კომპარტიის გამოჩენილმა მოღვაწემ, პოლონეთის მომავალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმუნტ მოძელევსკიმ.

მოძელევსკი ვარშავის უნივერსიტეტში სწავლობდა და 1968 წელს სტუდენტური გამოსვლების ერთ-ერთ ინიციატორი იყო.

1980 წელს ის შეუერთდა საგაფიცვო მოძრაობას, იყო „სოლიდარნოშჩის“ ერთ-ერთი იდეოლოგი, დამაარსებელი და სახელის ავტორი.

მაძოლევსკი მკვლევარი იყო, ისტორიკოსი, მისი სამეცნიერო მუშაობა ეძღვნებოდა ადრეულ შუა საუკუნეებს. კომუნისტური ბატონობის პერიოდში ციხეში გაატარა თითქმის რვა წელიწადი.

90იან წლებში ის ჩამოშორდა პოლიტიკას და თავის მეცნიერებას მიუძღვნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG