Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია - კლანმა სასამართლო ხელისუფლება კორპორაციად აქცია


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

ვისაც არაფერი უკეთებია დავალებების შესრულების გარდა, ვერ გაიგებს ჩვენი ბრძოლის ფასს და იმას, რა გვაწუხებდა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე, საერთო სასამართლოების შესახებ ბესელიასა და დეპუტატთა ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვისას.

„ჩვენ ველაპარაკებით ხალხს, ვისაც ესმის, რომ მართლმსაჯულება განსაზღვრავს როგორი იქნება ქვეყნაში პოლიტიკური და სოციალური ვითარება, როგორი იქნება გარემო და განწყობები, როგორი იქნება ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე შეფასებით, იმ მოსამართლეებმა, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებას მართავენ, აჩვენეს, რომ რეფორმა არ უნდათ: “სასამართლო ხელისუფლება კორპორაციად, პრივატულ სივრცედ აქციეს, სადაც თანამდებობებზე მეუღლე, ნათლია, დისშვილი, ძმისშვილი და მეჯვარეები ინიშნებიან“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას და დეპუტატთა ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.

XS
SM
MD
LG