მთავრობის კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს გაერთიანებული პროფკავშირის ორგანიზებით.
მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს თავისუფლების მოედნიდან მთავრობის კანცელარიამდე.
დასაქმებულები ღირსეულ და უსაფრთხო შრომას მოითხოვენ და მთავრობას ე.წ. “სოციალური კონტრაქტის” გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ.
პროფკავშირების განმარტებით, კონტრაქტით სახელმწიფომ უნდა აიღოს კონკრეტული ვალდებულებები სოციალური თანასწორობისა და რეალური სახალხო დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით.