Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის მრჩეველი: სალომე ზურაბიშვილისთვის აშშ-ს  ვიზიტზე უარი არ უთქვამს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ჩაშლის ფაქტს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, სალომე ზურაბიშვილს ვიზიტის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან უარი არ მიუღია:

არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ვიზიტის შესახებ მეორე მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უბრალოდ თარიღი არავისთვის არ არის ცნობილი. შესაბამისად ვერ გადაიდებოდა“, - განმარტა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის საკითხებში ირინა შენგელიამ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან უარი მოუვიდა, ტელეკომპანია რუსთავი2-მა 1 მაისს გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, უარი განპირობებული იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდირებული არ იქნებოდა.

არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG