Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასექსის ჰერცოგინია მეგანს და ბრიტანეთის პრინც ჰარის ვაჟი შეეძინათ


სასექსის ჰერცოგინია მეგანს, ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლეს, ბიჭი შეეძინა. ეს ცნობა თავად უფლისწულმა ჰარიმ გაავრცელა.

ბიჭუნა რიგით მეშვიდეა ბრიტანეთის ტახტისთვის.

ინსტაგრამის ოფიციალურ ანგარიშზე სამეფო წყვილმა გამოაცხადა, რომ ბავშვი 6 მაისს დაიბადა და 3,2 კილოგრამს იწონის.

"ჰერცოგინია და ბავშვი ჯანმრთელად არიან და თავს კარგად გრძნობენ. წყვილი მადლობას უხდის საზოგადოებას მათი სიხარულის გაზიარებისთვის და ამ განსაკუთრებულ პერიოდში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. შემდეგ დღეებში უფრო მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ" - წერს წყვილი.

დედოფალ ელიზაბეთის შვილიშვილი, 34 წლის ჰარი და 37 წლის მეგან მარკლი, წარმოშობით ამერიკელი ყოფილი მსახიობი, გასული წლის მაისში დაქორწინდნენ.

XS
SM
MD
LG