სამი ჯარისკაცი და 5 პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა 6 მაისს, თალიბების თავდასხმის შედეგად ჩრდილოეთ ავღანეთის თახარის პროვინციაში. პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელის, ვაფიულა რაჰმანის ცნობით, თავდასხმა ჯარისკაცების საგუშაგოებზე მოხდა ხუვაია ბაჰაუდინის რაიონში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის მებრძოლთა იერიშს ერთი დღით ადრე პოლიციის 13 თანამშრომელი ემსხვერპლა ქვეყნის ჩრდილოეთ ბაღლანის პროვინციის დედაქალაქ პულ-ე-ხუმრიში.
ამ თავდასხმების ფონია გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტ აშრაფ ღანის ხელმძღვანელობით, ავღანეთში გამართული დიდი საბჭოს ინიციატივა, რაც რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტას ითვალისწინებს.
3 მაისს თალიბანმა უარყო სამშვიდობო მოწოდება და განაცხადა, რომ თავდასხმები რამადანის დროსაც გაგრძელდება.