რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მორიგი შეხვედრა მოსალოდნელია, რომ 4 მაისს გაიმართოს საკურორტო ქალაქ სოჭში. ეს იქნება სერგეი ლავროვისა და მაიკ პომპეოს მეორე შეხვედრა ერთი კვირის ინტერვალით.
მანამდე აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ლიდერები ერთმანეთს 6 მაისს შეხვდნენ ჰელსინკიში, არქტიკის საბჭოს სესიის ფარგლებში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მაიკ პომპეომ უეცრად, რამდენიმე საათით ადრე გადადო დაგეგმილი ვიზიტი გერმანიაში „გადაუდებელი საქმეების“ გამო, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრები, რომლებიც 7 მაისს იყო დაგეგმილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასთან, მოგვიანებით გაიმართება.