Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ერთ-ერთ სკოლაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა


ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა კოლორადოს შტატის ქალაქ ჰაილენდს-რენჩის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად.

პოლიციამ დააკავა ორი ეჭვმიტანილი. ორივე მათგანი ამავე სკოლის მოსწავლეა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი სრულწლოვანია, მეორე კი მოზარდი. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციის ინფორმაციით, ყველა დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. სროლას ემსხვერპლა სკოლის უფროსკლასელი, 18 წლის ბიჭი, რომელიც კლინიკაში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

ჰაილენდს-რენჩი კოლორადოს შტატის დედაქალაქ დენვერიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სკოლაში, სადაც თავდასხმა მოხდა, 1850-მდე მოსწავლეა.

XS
SM
MD
LG