Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქება და სროლა მოხდა


ავღანეთის პოლიციის ცნობით, ძლიერი აფეთქება მოხდა ქაბულში, გენერალური პროკურორის და რამდენიმე საერთაშორისო ჰუმანიტარული უწყების ოფისებთან ახლოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნუსრატ რაჰიმიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აფეთქება მოხდა 8 მაისს, ადგილობრივი დროით დილის 11.40 საათზე, როცა ავღანეთი რამადანის წმინდა თვეს აღნიშნავს.

რაჰიმის თქმით, ქაბულის ცენტრში, იგივე უბანში სროლაც აღირიცხა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, დაჭრილი და საავადმყოფოში გადაყვანილია ცხრა ადამიანი.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.

ინციდენტის ფონია აშშ-სა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის ყატარში მიმდინარე მოლაპრაკება, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთის კონფლიქტის დასრულებას.

გასულ კვირაში პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თალიბანს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედებულიყო რამადანის პირველ დღეს, თუმცა ექსტრემისტულმა ჯგუფმა ეს შეთავაზება უარყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG