Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ვაკის პარკთან რამდენიმე პირი დააკავა


კომუნისტების აქცია თბილისის ვაკის პარკთან
კომუნისტების აქცია თბილისის ვაკის პარკთან

სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის ვაკის პარკთან დააკავეს 1983 წელს და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ცნობით, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებით საქართველოს კანონის, „თავისუფლების ქარტიის“ დარღვევისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს 1969 წელს დაბადებული მოქალაქე.

ვაკის პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან მიმდინარეობს რამდენიმე აქცია. ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კომუნისტები სტალინის ფოტოებით და საბჭოთა კავშირის დროშებით შეიკრიბნენ.

"უკვდავი პოლკის" მსვლელობას მართავს რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მათ მიერ კრემლის დაკვეთის შესრულებას და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას კონტრაქციით აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG