Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 კაცი ემსხვერპლა თალიბების თავდასხმას ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისზე


9 კაცამდე გაიზარდა თალიბების მიერ 8 მაისს ქაბულში მდებარე ერთ-ერთი საერთაშორისო ორაგანიზაციის ოფისზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 5 პოლიციელი, ერთი დაცვის წევრი და სამი სამოქალაქო პირი.

8 მაისს ექსტრემისტები თავს დაესხნენ საერთშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „კოუნტერპარტ ინტერნეიშენლის“ ოფისს, რომელიც ერთად ახორციელებს სხვადახვა სოციალურ პროგრამებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, თალიბებმა თავდასხმის დროს ჩვეული ტაქტიკა გამოიყენეს. ჯერ „კოუნტერპარტ ინტერნეიშენლის“ ოფისის შესასვლელი ააფეთქეს, შემდეგ კი ხუთი შეიარაღებული პირი სროლით შეიჭრა შენობებში.

დამხმარე უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შემდეგ ხუთივე ექსტრემისტი მოკლეს. შტურმის დროს რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭრა, 200 მოქალაქე კი ევაკუირებული იქნა. რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაბულის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ბოლო ორი დღის განმავლობაში თალიბებმა ავღანეთში რამდენიმე რეგიონში განახორციელეს თავდასხმები, რასაც 50-მდე სამხედრო,პოლიციელი და სამოქალაქო პირი შეეწირა.

XS
SM
MD
LG