მოსკოვში დაიღუპა რუსი ჟურნალისტი, სერგეი დორენკო. ამის თაობაზე იტყობინება რუსეთის მედია. ზოგიერთი ცნობით, მან გონება დაკარგა მოტოციკლით მგზავრობისას მოსკოვის ცენტრში. სააგენტო ტასსის ცნობით, მას გულის ინფარქტი დამემართა. ადრე გავრცელებული ცნობით, დორენკოს ავარია შეემთხვა.
59 წლის დორენკო რუსეთში ცნობილი ჟურნალისტი იყო 1990 და 2000-იან წლებში. მისი ყოველკვირეული პროგრამა 2000-იან წლებში დახურეს მალევე მას მერე, რაც მან მძაფრი კრიტიკა გამოთქვა ბირთვული წყალქვეშა ნავის, კურსკის ჩაძირვის დროს მთავრობის ქმედების მიმართ.
ამის შემდეგ მას რუსეთის ტელევიზიაში აღარ უმუშავია, მაგრამ ბოლო წლებში რადიო სადგურ „გოვორიტ მოსკვაში“ მთავარი რედაქტორი იყო.
დორენკო ყურადღების ცენტრში მოექცა 2007 წელს, როცა გამოაქვეყნა 1998 წელს ჩაწერილი ინტერვიუ უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელთან, ალექსანდრ ლიტვინენკოსა და მის კოლეგებთან, სადაც მათ აღიარეს, რომ უბრძანებდნენ ცნობილი პოლიტიკოსების და ბიზნესმენების მოკვლას, გატაცებას, ან შანტაჟირებას.
ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში მოკვდა მწვავე რადიაციული მოწამვლით.
ბრიტანელი გამომძიებლების თანახმად, ის მოწამლა პლუტონიუმით ანდრეი ლუგოვოიმ, რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა. ლუგოვოი და რუსეთის მთავრობა უარყოფენ ლიტვინენკოს მკვლელობასთან კავშირს.