საუდის არაბეთი აცხადებს, რომ მისი ორი ტანკერი დაზიანდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან მოწყობილი საბოტაჟის შედეგად.
საუდის არაბეთის ენეგრეტიკის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა 13 მაისს განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტანკერი მიემართებოდა ნავთობის ჩასატვირთად, რათა ის შეერთებულ შტატებში კლიენტებისათვის მიეწოდებინა.
12 მაისს მოწყობილი თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც ნავთობი დაღვრილა, მაგრამ, მინისტრის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაზიანდა ორი ხომალდის გარსები.
მანამდე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ტერიტორიულ წყლებთან მოეწყო „საბოტაჟის ოპერაციები“ ოთხი კომერციული ხომალდის წინააღმდეგ და რომ ინციდენტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სამინისტროს არ მოუყვანია ფუჯაირის პორტთან მოწყობილი საბოტაჟის დეტალები და არ უთქვამს, ვინ შეიძლება იდგეს მათ უკან.
ფუჯაირა მდებარეობს ჰორმუზის სრუტის სამხრეთით, ჰომრუზის სრუტე კი სპარსეთის ყურის შესასვლელშია და მასზე გადის ნავთობის საექსპორტო მნიშვნელოვანი მარშრუტი.