Accessibility links

site logo site logo

მალხაზ მაჩალიკაშვილს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა


მალხაზ მაჩალიკაშვილი

გვიან ღამით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან გაშლილი კარვიდან გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში.

ინფორმაცია პირველმა გაავრცელა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის მოსანახულებლად პარლამენტთან იმყოფებოდა.

„ვახა ინგოროყვაში გადაგვყავს. ცუდად არის. (გული აწუხებს, დაბალი წნევა, დაბალი შაქარი)“ - დაწერა ქაცარავამ ფეისბუქზე.

მოგვიანებით მან გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „ვახა გამოვიდა მდგომარეობიდან. აშკარად მომჯობინდა. ჩვენი თხოვნის მიუხედავად ერთი დღე მაინც წავიდეს სახლში და დაისვენოს, ბრუნდება კარავში.”

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ინგოროყვას კლინიკა რამდენიმე საათში, სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG