Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინი მაისის ბაშოზე სამი ქულით ლიდერობს


პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მაისის ბაშოზე სამი ტური გაიმართა და ტოჩინოშინის მეტსახელით მოჭიდავე ლევან გორგაძის ანგარიშზე სამი ქულაა. მესამე გამარჯვება ქართველმა რიკიშიმ დღეს მოიპოვა, მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმისთან.

სეზონის მესამე სუპერტურნირს ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდებით ატარებს და მისი უმთავრესი ამოცანა თხუთმეტტურიან შეჯიბრებაში მინიმუმ ათი ქულის აღებაა. თუ ამას შეძლებს, სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე დაბრუნდება - ისევ ოძეკი გახდება.

მეოთხე ტური 15 მაისს გაიმართება და ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე სამი ბრძოლიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული. ურთიერთშეხვედრების ბალანსის მიხედვითაც ფავორიტი ლევან გორგაძეა, ოცდაორი დაჭიდებიდან თხუთმეტის მოგებით.

მაისის ბაშოს მესამე ტური წარმატებული გამოდგა რანგით მეორე ჯურიო დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელისთვისაც - გაგამარუმ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ბრძოლას დადებითი ბალანსით შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG