Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა


მამუკა ბახტაძე და ჟან-კლოდ იუნკერი. ბრიუსელი, 2019 წლის 14 მაისი
მამუკა ბახტაძე და ჟან-კლოდ იუნკერი. ბრიუსელი, 2019 წლის 14 მაისი

დღეს ბრიუსელში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო 100 პროცენტით ევროპული ქვეყანა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ლიდერია, რომლის მიღწევები მისასალმებელი და თვალშისაცემია.

პრემიერის პრესამსახურის ცნობითვე, საუბარი იყო საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ საგზაო რუკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას, და აღინიშნა, რომ საქართველო იმსახურებს მეტს.

მამუკა ბახტაძის და ჟან-კლოდ იუნკერის შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დღეს უმაღლეს ნიშნულზეა, რასაც ადასტურებს ევროკავშირის მიერ სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი უმაღლესი დონის ფორმატი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა "აღმოსავლეთის პარტნიორობის" მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის” მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი და ბელორუსია. ინიციატივა მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ხელშეწყობას, რათა მათ მიაღწიონ ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG