აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კვლავაც ბევრი საკითხი იწვევს აზრთა სხვაობას, მაგრამ 14 მაისს სოჭში გამართული შეხვედრა იყო ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობის გამოსწორებისაკენ.
პომპეომ და ლავროვმა ასეთი შეფასებები გამოთქვეს სოჭშივე გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მათ განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი ბირთვული განიარაღების, ირანთან ატომურ პროგრამაზე შეთანხმებისა და ვენესუელის კრიზისის ჩათვლით.
პომპეოს თქმით, მან რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა, რაზეც მოსკოვმა მკაფიო უარი განაცხადა.
პომპეომ აღნიშნა ასევე, რომ ლავროვთან ერთად განიხილა აშშ-ის საშინაო საქმეებში რუსეთის ჩარევის პრობლემა.