Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გაფიცვაა


რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაფიცული თანამშრომლები
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაფიცული თანამშრომლები

რუსთავში გაიფიცა მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულთა ნაწილი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაფიცულია 150-მდე თანამშრომელი. ისინი მოითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდას და კანონის შესაბამის 8 საათიან სამუშაო დღეს.

გაფიცულები აცხადებენ, რომ 12 წელია მათი შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშების საშუალო ხელფასი 570 ლარია.

ქარხნის დირექტორის მოადგილემ, არჩილ მელიქაძემ გაფიცულებთან შეხვედრისას თქვა, რომ საწარმო წაგებაზე მუშაობს, თუმცა, მოთხოვნების განხილვას დაპირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG