Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინბურგში დააპატიმრეს ეკლესიის აშენების მოწინააღმდეგე 20-ზე მეტი დემონსტრანტი


ეკატერინბურგი, 2019 წლის 15 მაისი: ზედიზედ მესამე დღეს გამართული დემონსტრაცია ცენტრალურ სკვერში ეკლესიის აშენების წინააღმდეგ
ეკატერინბურგი, 2019 წლის 15 მაისი: ზედიზედ მესამე დღეს გამართული დემონსტრაცია ცენტრალურ სკვერში ეკლესიის აშენების წინააღმდეგ

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში რამდენიმედღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ეკლესიის აშენების მოწინააღმდეგე 20-ზე მეტ ადამიანს.

ურალის ამ ქალაქში 13 მაისს დაიწყო აქციები ათასობით დემონსტრანტის მონაწილეობით. მათ უკმაყოფილებას იწვევს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება ცენტრში მდებარე სკვერში ახალი ეკლესიის აშენების შესახებ.

ვერხ-ისეტის საოლქო სასამართლომ 16 მაისს გამოაცხადა, რომ 14 მაისს დაკავებულ 21 ადამიანს შეუფარდა 2-დან 10 დღემდე თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯაროდ შეკრების წესების დარღვევისათვის.

სასამართლომ გამოაცხადა ასევე, რომ 15 მაისის საღამოს დაკავებულ იქნა კიდევ 33 დემონსტრანტი. მაგრამ ორგანიზაცია OVD-ინფო, რომელიც აგროვებს ინფორმაციას პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე, იუწყება 70-მდე დაკავებულის შესახებ.

ამასობაში, 74 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ეკლესიის აშენებისა და მწვანე საფარის განადგურების გეგმის გაუქმების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG