Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურაში გაფიცვაა


„ჯორჯიან მანგანეზის“ გაფიცული მუშები
„ჯორჯიან მანგანეზის“ გაფიცული მუშები

ჭიათურაში გაიფიცა „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულთა ნაწილი. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის ჭიათურის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის პაატა სამხარაძის ინფორმაციით, გაფიცულია სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე 5 მაღაროს 150 თანამშრომელი. ისინი 15 მაისს, საღამოს გაიფიცნენ, 16 მაისს დილიდან კი „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებიან და მოითხოვენ შრომის პირობების და კვების გაუმჯობესებას და ხელფასის 50 %-ით გაზრდას.

პაატა სამხარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ე.წ. ვახტური რეჟიმით მუშაობს 300 მაღაროელი, რომლებიც თვეში 15 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად 12 საათს მუშაობენ და ამ პერიოდში საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ და იკვებებიან. პროფკავშირების წარმომადგენლის ინფორმაციით, მუშების პროტესტი გამოიწვია არასათანადო პირობებმა და ცუდმა საკვებმა.

პაატა სამხარაძის თქმით, მაღაროელებმა გაფიცვა სპონტანურად დაიწყეს, მანამდე კომპანიასთან მედიაცია არ მოუთხოვიათ და უარი თქვეს პროფკავშირების დახმარებაზე.

პაატა სამხარაძის ინფორმაციით, დღეს დილით გაფიცულებს შეხვდა „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო- გამამდიდრებელი კომბინატის გენერალური დირექტორი აკაკი გურჯიძე, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. პროფკავშირებში არ გამორიცხავენ, რომ გაფიცულებს სხვა მაღაროელებიც შეუერთდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG