ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას განაგრძობენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საკირეს მახლობლად მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება.
ამავე სამსახურის პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალმა დაახლოებით 3,5 ჰექტარი შეადგინა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს ტერიტორიის დამუშავება.
15 მაისს, საღამოს გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია