რუსთავში, „ქართული ფოლადის“ წვრილსორტული საამქროს თანამშრომლებმა ქარხნის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწიეს - ისინი სამის ნაცვლად მუშაობის ოთხცვლიან გრაფიკზე გადავლენ ისე, რომ ხელფასი იგივე დარჩებათ.
შეთანხმების მიუხედავად, ვიდრე სხვა საამქროების მუშების მოთხოვნებიც არ შესრულდება, ქარხანაში დასაქმებულები 20 მაისამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.
„ქართული ფოლადის" გენერალური დირექტორის მოადგილის არჩილ მელიქაძის განცხადებით, წვრილსორტული საამქროს თანამშრომლებთან მიღწეული შეთანხმება პრაქტიკულად ხელფასის 25%-ით მატებას ნიშნავს.
„ქართული ფოლადის“ ფოლადსადნობის თანამშრომლებთან შეხვედრას ადმინისტრაცია ორშაბათს, 20 მაისს გეგმავს. გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ. საწარმოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 50%- ით გაზრდა არარეალურია, თუმცა გარკვეული შეთავაზებები აქვთ.