Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მკითხე მოამბე“ – კამპანია, რომელიც ქუჩების ამბებს გვიყვება


2019 წლის დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი ეძღვნება ცოდნის გაზიარებასა და მის მნიშვნელობას. ამ გზავნილის გასავრცელებლად სოციალურ ქსელში დაიწყო ციფრული კამპანია „მკითხე მოამბე“ - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე.

იცი, ვისი სახელობის ქუჩაზე ცხოვრობ? ანუ, „იცი, ვისი ქუჩისა ხარ“? - ფეისბუკის გვერდი, იგივე ვირტუალური პერსონაჟი „მკითხე მოამბე“ გვიყვება ქუჩების ისტორიას ფოტოებისა და პოსტების სახით.

გარდა ვირტუალური „მკითხე მოამბისა“, კამპანიაში ჩართულნი არიან რეალური „მკითხე მოამბეები“, ადამიანები, რომლებიც ადიან ტრანსპორტში ან დროებით ხდებიან ტაქსის მძღოლები და მგზავრებს ქუჩებისა და იმ ადამიანების შესახებ უყვებიან, რომელთა სახელებიც ამა თუ იმ ქუჩას ჰქვია.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG