Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში ქონება დაუპატიმრეს ყოფილი საბჭოთა კავშირის კიდევ ერთ წარმომადგენელს


რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ ფულის გათეთრების და კორუფციის წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთში დაწყებული კამპანიის ფარგლებში ქონება დაუყადაღეს კიდევ ერთ პირს. გადაწყვეტილება ლონდონის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

„ბიბისი“-ს ინფორმაციით, ამ პირის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა, ცნობილია, რომ ის პოლიტიკურად შესამჩნევი ფიგურაა და მძიმე დანაშაულთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დაუპატიმრეს ლონდონის ფეშენებელურ უბანში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული და კიდევ ორი ბინა. სამივე მათგანი ოფშორულ კომპანიებშია გაფორმებული. თუ მფლობელი ვერ დაამტკიცებს, რომ ქონება კეთილსინდისიერად აქვს შეძენილი, სამივე სახლს ჩამოართმევენ და აუქციონზე გაყიდიან.

პირველი, ვისაც დიდ ბრიტანეთში დაწყებული ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში მრავალმილიონიანი უძრავი ქონება დაუყადაღეს, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ცოლი ზამირა გაჯიევაა. ლონდონის სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაჯიევას თხოვნა, რომ მისი ვინაობა საჯაროდ არ დასახელებულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG