Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მთავრობამ ქვეყნის მართვა არ იცის


ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ფოთის პორტისთვის გაცემული ნებართვის გაუქმება ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს.

„აღმაშფოთებელია საერთოდ, როგორ იქცევა მთავრობა და მისი თითოეული წარმომადგენელი საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ეს თამაში ხომ არ არის, გასცე ნებართვა, მერე საზოგადოება რომ აღშფოთდება წაართვა და ამ დროს მთელ საერთშორისო საზოგადოებას აჩვენო, რომ საქართველოს მთავრობამ არ იცის და საქართველომ არ იცის, რა უნდა, რა არის მისთვის პრიორიტეტი“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე შეფასებით, "ის, რომ თურნავამ გააუქმა ფოთის არსებულ პორტზე გაცემული ნებართვა, არ არბილებს მდგომარეობას, პირიქით, კიდევ უფრო აუარესებს და ყველას ეუბნება მთელ მსოფლიოში რომ ამ ხალხმა ქვეყნის მართვა არ იცის.“

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს, 30 მაისს უარყო, რომ გაცემული იყო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა.

თურნავას განცხადებით, რეალურად საუბარია მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტზე, რომელიც მთავრობასთან შეუთანხმებლად გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით. სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG