Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი ევროპის 2016 წლის ჩემპიონად გამოცხადდა


ქართული ძალოსნობის ისტორიაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ქალი - ანასტასია გოტფრიდი კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ფეისბუქის ცნობით, 23 წლის სპორტსმენს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ოქროს მედალი გადაეცა.

ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში სამი წლის წინ გამართულ ევროპირველობაზე გოტფრიდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მაშინ მას სომეხმა ჰრიპსიმე ხურშუდიანმა აჯობა, მაგრამ ახლახან გაირკვა, რომ სომეხ ძალოსანს ოქრო ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო ჩამოერთვა.

ანასტასია გოტფრიდი ევროპის ორგზის ჩემპიონია - 2016 და 2018 წლის. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი უმაღლესი ტიტული 2017 წელს მოიპოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG