საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვიდეო, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ გაავრცელა და რომელიც ამომრჩეველზე ზეწოლას ასახავს "უფრო იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს".
„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, "მთაწმინდის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებზე ზეწოლა მიმდინარეობს". მათ ვიდეოც გაავრცელეს, რომელშიც ჩანს, როგორ აიძულებს ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ აქტივისტი დავით იმნაძე შემოხაზოს 41 ნომერი.
არჩილ თალაკვაძის განმარტებით ვიდეო უყურადღებოდ არ დარჩება, თუმცა ის უფრო იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს.
„მთელმა საზოგადოებამ ნახა ეს ჩანაწერი, რომელიც უფრო იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს. თვითონ ოპოზიციის რიგებშიც ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ჰქონია, რომ არჩევნებში გამარჯვება ასეთი სცენარით არის შესაძლებელი. ჩვენ დავამტკიცეთ შუალედურ არჩევნებშიც, მანამდეც, არა ერთხელ, რომ არჩევნების საქართველოში დემოკრატიულ, თავისუფალ, სამართლიან გარემოში ტარდება",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილე მხარეებივერის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.