Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში ევროკავშირის, ნატოს და აშშ-ის აზრი არ აინტერესებთ


დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი

„სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს“ - ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა.

მედოევის თქმით, ახალი არაფერია იმაში, რომ სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირმა, ნატომ და აშშ-მა არ აღიარეს და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„სიტყვების ეს ნაკრები უკვე 30 წელია გვესმის. მათ არ სურთ დაიჯერონ, რომ 1989 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს და არცერთ შემთხვევაში არ აპირებს მის ნაწილად ქცევას. მატარებელი დიდი ხანია წავიდა“ - განაცხადა მედოევმა.

დე ფაქტო მინისტრის თქმით, ყველა თავად წყვეტს, რას დაუჯეროს და ვის მიემხროს. მედოევმა სამხრეთ ოსეთი შეადარა ქარავანს, რომელიც თავისი გზით მიდის და გარეშე ხმებს ყურადღებას არ აქცევს. „ჩვენ გავაგრძელებთ სვლას მიზნისკენ - დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“ - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

XS
SM
MD
LG