Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე


სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. იგი შეუძლოდ გახდა და ლაზარეთში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას კაპრალი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში მსახურობდა. მას გავლილი ჰქონდა გეგმური სამედიცინო შემოწმება. თუმცა, უკანასკნელად როდის თავდაცვის სამისტროში ვერ დაგვიკონკრეტეს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის გარდაცვალების გამო.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG