Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტს გარეთ, ჭიჭინაძის ქუჩაზე, აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მმართველი გუნდისგან მოითხოვენ პასუხისმგებლობა აიღონ 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით:

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერებიც. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები:

„დღეს, დილით, 8 საათზე, ქართული ოცნების წევრები ქურდულად შეიპარნენ პარლამენტის შენობაში, რომ არ გაევლოთ სირცხვილის დერეფანი. ისინი დაკავებულები არიან გახარიას დაცვით და როგორც ჩანს, უნდათ, რომ ბოლომდე შეინარჩუნონ რუსი ჯალათი თავიანთ ხელისუფლებაში. ჩვენი პროტესტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ გავაგონოთ ოცნების დეპუტატებს რიგითი მოქალაქეების, ახალგაზრდების ხმა, მათ შორის, პოლიტიკოსების ხმა, რომ ეს მათ არ შერჩებათ, არ გამოუვათ და ისინი ასე მშვიდობიანად ვერ შევლენ და ვერ გამოვლენ პარლამენტში და ყოველთვის გაიგონებენ ამ პროტესტის ხმას“, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირაკლი ნადირაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG