აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი არჩევნებისათვის უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, რასაც საჭიროდ მიიჩნევენ 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე რუსეთის ჰაკერული თავდასხმების შემდეგ.
დემოკრატების ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას ქაღალდის ბიულეტენებით, კენჭისყრის შემდგომ აუდიტს, ისევე როგორც მოძველებული საარჩევნო აპარატის გამოცვლას.
27 ივნისის კენჭისყრისას, კანონპროექტს მიემხრო 225 კონგრესმენი, წინააღმდეგი იყო 184.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა წელს აპრილში წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც ასახულია 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის „ფართომასშტაბინაი და სისტემური“ ჩარევა, ჰაკერული თავდასხმების ჩათვლით.
დემოკრატი კონგრესმენები მოითხოვენ კანონებს არჩევნების უსაფრთხოების გასამყარებლად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე.