Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორი კარასინი: სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთის შესახებ ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, ქვეყნის მეთაური თავს ასეთი გამოთქმების უფლებას არ უნდა აძლევდეს, - განაცხადა ოთხშაბათს, 3 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელსაც ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, დემონსტრანტების შეძახილები- ყველაფერი ტელევიზიით აჩვენეს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა...მე იმ ადამიანთა შორის ვარ, ვისზეც ამან იმოქმედა. მეზობელი სახელმწიფოების ორმხრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს მეთაური არ უნდა აძლევდეს თავს ასეთი გამოთქმების უფლებას. ამას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და სიტყვები შევარჩიოთ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გამოცემა "რია ნოვოსტის" იუწყება, რომ თბილისში მიმდინარე პროტესტის ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი "მტერია" და მოსკოვი ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩვითაა დაინტერესებული.

XS
SM
MD
LG