შეკვეთილში, სადაც თბილისის პარალელურად ასევე იმართება საპროტესტო აქცია, აქტივისტების ჯგუფი მსვლელობას მართავს. ისინი დენდროლოგიური პარკისკენ მიემართებიან.
სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მსვლელობაში მონაწილეები მეგაფონებით ხელში სკანდირებენ ,,ძირს ოლიგარქი", „გახარია, წადი!" ,,არა ოკუპანტს” . ისინი შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.
აქციაში ოპოზიციური ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.