Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აცხადებს, რომ შეინარჩუნებს ზეწოლას ირანზე


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეინარჩუნებს ზეწოლას ირანზე, იმ ფონზე, როცა თეირანი იმუქრება, რომ შესაძლოა ჩართოს დეაქტივირებული ცენტრიფუგები და ურანის გამდიდრება 20 პროცენტამდე გაზარდოს. ეს ნაბიჯები ნაწილია ირანის დაშორებისა 2015 წლის, საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებისგან, რომელსაც ვაშინგტონი შარშან გამოეთიშა.

პენსმა 8 ივლისს ისრაელის მხარდამჭერ ქრისტიანულ ორგანიზაციას ვაშინგტონში უთხრა, აშშ "არასოდეს დაუშვებს ირანის მიერ ატომური იარაღის მოპოვებასო". ირანი მუდმივად იმეორებს, რომ მისი ბირთვული აქტივობა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. პენსის თქმით, ირანს "ამერიკული თავდაჭერილობა არ უნდა აერიოს ამერიკული მიზანსწრაფულობის ნაკლებობაში".

ირანის მხრიდან ამ შინაარსის მუქარით გამოვიდა ბეჰრუზ კამალვანდი, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრესმდივანი. განხორციელების შემთხვევაში ეს კიდევ უფრო შორს გადადგმული ნაბიჯი იქნება ირანის მხრიდან, ვიდრე გასულ კვირაში განხორციელებული ქმედებები, როცა ირანი ამბობდა, რომ ოდნავ გაუსწრებდა 2015 წლის ხელშეკრულებით დაწესებულ შეზღუდვას ურანის გამდიდრებაზე. ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრებიდან ძალიან ცოტა რჩება 90 პროცენტის მიღწევამდე - მაჩვენებლის, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელადაა საჭირო.

კამალვინდის თანახმად, ირანმა უკვე გაუსწრო 2015 წლით დადგენილ ზღვარს, 3,67 პროცენტს და ურანი 4,5 პროცენტზე მეტად გაამდიდრა. გაეროს ბირთვული უწყება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
(IAEA) აცხადებს, რომ იცის კამალვინდის განცხადების შესახებ და ამჟამად ამოწმებს ვითარებას.

XS
SM
MD
LG