Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფალავანდიშვილი:შეიძლება ბიძინას სახლთან გადავიდეთ, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს


გურამ ფალავანდიშვილი
გურამ ფალავანდიშვილი

„დაშლა გვინდა, აქ დგომა არ ყოფილა ჩვენ მიზანი, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს“, - განაცხადა „სახალხო ლეგიონის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა. იგი ამბობს, რომ პარლამენტთან დგომის მიზეზს ვეღარ ხედავს:

„შეიძლება ზოგი დარჩეს, ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, ჩემზე გულიანი კაცი იყოს. ვფიქრობ, ზედმეტია, არ არის საჭირო. მე ალბათ წავალ. შეიძლება ბიძინას სახლთან გადავიდეთ, რათა არ შევუშალოთ ხელი დეოკუპაციის აქციას“, - უთხრა მედიას გურამ ფალავანდიშვილმა.

პარლამენტის შენობის წინ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა 8 ივლისს დაწყებული ორი აქცია. გამთენიისას, პოლიციის კორდონის გახსნის შემდეგ, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა შეძლეს გადაენაცვლებინათ პარლამენტის წინ, სადაც ულტრანაციონალისტები იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG