Accessibility links

site logo site logo

ავღანეთში კერძო რადიოსადგური დაიხურა


ავღანეთი, 2019 წლის 15 ივლისი: ავღანელი აქტივისტი ქალი და გადაცემის წამყვანი რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის სტუდიაში

ავღანეთში კერძო რადიოსადგური დაიხურა, როგორც მისი დირექტორი რამეზ აზიმი ამბობს, თალიბების ადგილობრივი მეთაურის მუქარის გამო.

რადიო „სამაა“ მაუწყებლობს აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ღაზნის პროვინციაში, სადაც თალიბები რამდენიმე რაიონს აკონტროლებენ.

რამეზ აზიმის ინფორმაციით, მას თალიბების ადგილობრივი მეთაური დაემუქრა ტელეფონით და წერილობითაც და რომ მუქარის მიზეზია რადიოს თანამშრომლებს შორის სამი ქალის ყოფნა. აზიმი ამბობს, რომ იძულებული გახდა, შეეწყვიტა მაუწყებლობა.

მაგრამ ღაზნის გუბერნატორის წარმომადგენელმა არეფ ნურიმ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ თალიბანს არა აქვს კავშირი მუქარასთან და რომ დაკავებულია პირი, რომელიც რადიოსადგურს ემუქრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG