Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აპოლო 11“-ის ასტრონავტი დაბრუნდა იმ ადგილას, საიდანაც 50 წლის წინ მთვარეზე გაფრინდა


1969 წლის 1 მაისი, „აპოლო 11“-ის ეკიპაჟი: (მარცხნიდან მარჯვნივ) ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინსი და ედვინ იუჯინ ოლდრინი
1969 წლის 1 მაისი, „აპოლო 11“-ის ეკიპაჟი: (მარცხნიდან მარჯვნივ) ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინსი და ედვინ იუჯინ ოლდრინი

„აპოლო 11“-ის ეკიპაჟის წევრი, 88 წლის მაიკლ კოლინსი, დაბრუნდა იმ ადგილას, საიდანაც სტარტი აიღო ამერიკულმა კოსმოსურმა მისიამ მთვარეზე ადამიანების ჩასაყვანად - კაცობრიობის ისტორიაში პირველად.

ასე დაიწყო ისტორიული კოსმოსური მოგზაურობის 50-წლიანი იუბილისადმი მიძღვნილი ზეიმი.

მაიკლი კოლინსი ნასა-მ (NASA, აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სამმართველო) მიიწვია კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარეობს.

1969 წლის მისიის დროს კოლინსი არ გადასულა მთვარეზე. ის დარჩა კოსმოსურ ხომალდში მთვარის ორბიტაზე მაშინ, როცა დანარჩენი ორი ასტრონავტი კოსმოსური ზონდით დაეშვა მთვარის ზედაპირზე.

ისტორიული მისიის მონაწილე ასტრონავტებიდან ცოცხალია კიდევ ერთი, 89 წლის ედუინ იუჯინ „ბაზ“ ოლდრინი. ისიც მიწვეული იყო ცერემონიაზე, მაგრამ არ მისულა კენედის კოსმოსურ ცენტრში. მიზეზის შესახებ არაფერს იუწყებიან.

„აპოლო 11“-ის კაპიტანი, ნილ არმსტრონგი - პირველი ადამიანი, რომელმაც 1969 წლის 21 ივლისს ფეხი დადგა მთვარეზე - 2012 წელს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG