Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სენატმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაამტკიცა მარკ ესპერი


აშშ-ის სენატმა 23 ივლისს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაამტკიცა მარკ ესპერი, შეიარაღებული ძალების მდივანი, რითიც ბოლო მოეღო ისტორიულად ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს, როცა პენტაგონს არ ჰყავდა მუდმივი ხელმძღვანელი.

სენატმა 90-8 თანაფარდობით დაუჭირა მხარი ესპერს, ყოფილ სამხედროს და იარაღის კომპანიის, Raytheon Co.-ს ყოფილ ლობისტს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში ესპერი მეორე პირია, რომელიც პენტაგონის ხელმძღვანელად დაამტკიცეს.

55 წლის ესპერს ორივე პარტიამ დაუჭირა მხარი, მიუხედავად მწვავე შეკითხვებისა დემოკრატი სენატორის, ელიზაბეტ უორენის მხრიდან მის კავშირებზე Raytheon-თან. უორენი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იმედოვნებს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც დამტკიცებისას ესპერის კანდიდატურას კრიტიკით შეხვდა.

მას შემდეგ, რაც დეკემბერში, ტრამპთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების გამო გადადგა ჯიმ მეტისი, პენტაგონს მუდმივი ხელმძღვანელი არ ჰყავდა და მის მოვალეობას პატრიკ შენეჰანი ასრულებდა.

სამხედრო ვეტერანი, ესპერი, კონგრესში თანაშემწედ და პენტაგონში ოფიციალურ პირად მუშაობდა რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის (უმცროსის) დროს, სანამ Raytheon-ში გადავიდოდა. 2017 წლიდან ის შეიარაღებული ძალების მდივანი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG