Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა წალენჯიხას და ჩხოროწყუს


დღეს დილით მოსულმა ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები დააზარალა. დატბორილია ცენტრალური ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.

წალენჯიხის მერის პირველი მოადგილის, ცოტნე შონიას ინფორმაციით, დაიტბორა ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან დამაკავშირებელი თითქმის ყველა გამავალი არხიც. ჩახერგილია გზები. დატბორილია რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები.

ზარალი შედარებით ნაკლებია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სადაც დილის მდგომარეობით, მერიას არ მიუღია ინფორმაცია სახლების დატბორვის შესახებ. მუნიციპალიტეტის მერმა, დავით გოგუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქვთ ცნობები მხოლოდ ეზოების დატბორვის შესახებ და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ზარალის დასაზუსტებლად.

სამეგრელოს რეგიონის უმეტეს ნაწილში კვირაზე მეტია წვიმს.

XS
SM
MD
LG