Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ადამიანი დაიღუპა ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად


სამხედრო ტექნიკა აფეთქების ეპიცენტრთან
სამხედრო ტექნიკა აფეთქების ეპიცენტრთან

იუწყებიან, რომ ქაბულში 25 ივლისს მოხდა სამი აფეთქება, რომლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 7 და დაიჭრა 21 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა დაღუპული სახელმწიფო მოსამსახურეა.

ავღანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ვაჰიდულა მეიარის თქმით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ავტობუსთან, რომელსაც სამთო მრეწველობის სამინისტროს თანამშრომლები გადაჰყავდა.

კიდევ ორი აფეთქება ხუთშაბათას ქაბულის აღმოსავლეთით მოხდა, მათ შორის ერთ შემთხვევაში დანაღმული ავტომობილის გამოყენებით.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პირველ ხანებში არავის აუღია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამხედრო ძალა.

XS
SM
MD
LG