Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დელი ქაშმირის საგანგებო სტატუსის გაუქმებას ცდილობს


ინდოეთი პაკისტანთან სადავო ქაშმირის რეგიონის საგანგებო სტატუსის გაუქმებას ცდილობს, რაც პაკისტანმა დაგმო და განაცხადა, რომ ეს არის გაეროს რეზოლუციის დარღვევა.

ქაშმირში დელი დამატებით ჯარს განათავსებს და იქ ჩასულ სტუმრებს ურჩევს, დატოვონ რეგიონი. ამის ფონზე პაკისტანის პრემიერ მინისტრმა, იმრან ხანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა, იშუამდგომლოს ჰიმალაის ამ რეგიონის თაობაზე ხანგძლივი უთანხმოების მოსაგვარებლად.

ქაშმირის იმ არეალებში, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს, 5 აგვიტოს არ მოქმედებდა საინტერნეტო და სატელეფონო კავშირები, დაიხურა ყველა სკოლა სრინაგარში, რეგიონის მთავარ ქალაქში.

პაკისტანისპოლიციის თანახმად, 4 აგვისტოს ინდოეთმა ჭურვები დაუშინა ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის გამყოფი ზოლის გასწვრივ მდებარეარეალს და დაჭრა ქალი. ერთი დით ადრე პაკისტანმა ინდოეთი ორი სამოქალაქო პირის მოკვლაში დაადანაშაულა. პაკისტანის თანახმად, აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენების შედეგად, ამასთან დაშავდა 11 ადამიანი. ბრალდებას ინდოეთი უარყოფს.

ბოლო დღეებში ინდოეთმა ქაშმირში ათი ათასი ჯარისკაცი განათავსა. მედიის ცნობით, იქ დამატებითი 25 ათასი სამხედრო გაიგზავნება. ქაშმირი გაყოფილია ინდოეთსა და პაკისტანს შორის და ორივე სახელმწიფო მას თავი მიწად მიიჩნევს. 1947 წელს ბრიტანეთის ბატონობიდან განთავისუფლების შემდეგ ორი ომი გაიმართა ამ ორ ქვეყანა შორის.

XS
SM
MD
LG