საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სვანეთში, უშბაზე დაშავებული უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაციას ატარებენ.
ოპერაციაში ვერტმფრენიც მონაწილეობს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებული ტურისტი უკრაინის მოქალაქეა. მას ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანენ.